ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ეხმაურება ამირან გამყრელიძის მიმართვას ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დახმარებაზე და ამბობს, რომ ამას ერთი პირობით გააკეთებს. ფორმულასთან საუბარში მიტროპოლიტი ჯანდაცვის უწყებას და მედიას მოუწოდებს, “ზუსტი ინფორმაცია” გაავრცელონ ვაქცინაზე.
“აუცილებლად დავუჭერთ მხარს, ოღონდ ერთი პირობით – მთავრობის მიმართ მასმედიისა და ჯანდაცვის მიმართ ჩვენი თხოვნაა, დაგვეხმარეთ, გავერკვიოთ სიტუაციაში, მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, რა ვაქცინაა? რისგან შედგება? როდის წარმოიქმნა? რა ღირს? ვინ აიცრა ამ ვაქცინით? რატო თქვეს უარი? ეს არის შეკითხვები, რაზეც პასუხიები აუცილებლად უნდა გაიცეს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.