„ისინი კუშნერთან და ტრამპთან ერთად ლობირებას უწევდნენ ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს და ფაქტობრივად, საქართველო კინაღამ მიყიდეს რუსეთს, იცავდნენ გუშინ თავიანთ პოზიციას“,- ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სენატში განცხადებებს.
როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, ის ადამიანები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს, მიკერძოებულეი იყვნენ.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუშინ სენატის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდა დემოკრატიული მომავლის ამერიკა და ტრამპის კონსერვატიული და დამარცხებული ამერიკა. სწორედ ბატონი კენტი და ქალბატონი მაკდონალდი წარმოადგენენ ტრამპ-კუშნერის დაჯგუფებას, რომლებიც კიდევ რამდენიმე დღე იქნებიან სახელმწიფო დეპარტამენტში და მათ ადგილზე ძალიან მალე დაინიშნებიან ახალი მაღალი რანგის დიპლომატები.
მეტი მკრეხელობა რა უნდა თქვა, რომ ნიკა მელიამ მოიხსნა სამაჯური, ამიტომ დააპატიმრეს და კანონს ყველამ თანაბრად უნდა სცეს პატივი, მათ შორის ლიდერებმა. ფაქტობრივად, გაიზიარა ივანიშვილის პოზიცია კენტმა, ეს არის სამარცხვინო ამერიკელი დიპლომატისგან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.