ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარეობს ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაცია.
„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ არ შეიძინონ ვაქცინები მთავრობის მიერ ჩატარებული ვაქცინაციის პროგრამების მიღმა. ნებისმიერი ვაქცინა ამ პროგრამების მიღმა შეიძლება იყოს უხარისხო ან გაყალბებული, რაც სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. ჩვენ მოვითხოვტ ფლაკონების გაადგურებას გამოყენების შემდეგ, რათა ის ხელმეორედ არ იყოს გამოყენებული“,- აღნიშნა ჯანმოს დირექტრმა.
ჯანმო ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ ვაქცინების იმ გამყიდველებთან გარიგების დადებისგან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ.