“დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. ასევე, ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის და კომპრომისის გარეშე შეუძლებელია, რომ შეთანხმება შედგეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ეს გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა მელიას და რურუას გათავისუფლებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ფაქტიურად ძალაუფლება არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში. მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან”-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მსგავსი სტატიები:
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
6 სიახლე, რაც ორშაბათიდან ამოქმედდება
“ჩვენ შეგვიძლია მუდმივი რეალური დიალოგის რეჟიმი გავაგრძელოთ ოპოზიციასთან”
“მე ვარ არჩეული მერი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა”
“არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და სამართლიანად,არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო აბსურდული”
“დრო გამოაჩენს ვინ იქნება ეს ლიდერი” – ეკა კვესიტაძე
“სულ 2 სხდომაა დარჩენილი არჩევნებამდე და აზრი დაკარგული აქვს ბოიკოტის რეჟიმში იქნება ოპოზიციის ნაწილი, თუ არა”
“მედიაზე თავდასხმები და დაშინების მცდელობები, წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიის საფუძველზე”
