მთავრობა 5,672 მლნ ლარად თეთრ პიკაპებს ყიდულობს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 60 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.

ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო თანხა 5 672 400 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 1-ელ აპრილს იწყება და 4 აპრილს სრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი

ფერის.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

ავტორი:
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share