მარიამ ბაქანიძე-გონი, რომელსაც მღვრიე დინება მართავს-მკვდარი გონია!

ერი! რომელსაც ზეცით ნაკურთხი არ ჰკრავს -ბრმათა შტორმია. გონი! რომელსაც მღვრიე დინება მართავს-მკვდარი გონია. მკლავი-რომელიც საკუთარ საყდარს დასწვავს,მხოლოდ ხორცია. ფქვილი -რომელსაც წყალთან მეპურე არ რთავს ,მხოლოდ ცომია. “ბაღი”-რომელსაც რკინის კარიბჭე არ ჰკრავს-საძოვარია. მიწა-რომელსაც შვილთა სიუხვე არ რწყავს სახსოვარია. გული-რომელსაც სულის სიდიდე არ სწამს მხოლოდ ლოდია ომი! რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს-ძმათა ომია!

შემოფრენილ ყორანს! არ მისცე საშუალება მუხის ტოტზე ორი ფეხით დადგეს! მობეზრდება ცალ-ფეხზე დგომა და …. გაფრინდება.(მ.ბ.)

მამულს მიწა სტკივა. ერს სულის სიმწირე. ბრძენს უმეცართა აღზევება.

შლეგი სიტყვას ნაბიჯის წინ გაისვრის! ჭკვიანი ნაბიჯს ააყოლებს! ბრძენი ნაბიჯს ამოაფარებს! ერო! შეაფარე თავი ძველ ციხე-სიმაგრეს ახალი სიტყვით. და იარე ძველ ხიდზე ახალი ფეხსაცმლით.

ილაპარაკე ის, რაც საჭიროა რომ ითქვას. იფიქრე იმაზე რასაც ფესვი გაწვდის კენწერომდე! აკეთე ის რაც აუცილებელია! იყუჩე ერო! ახლა სიცოცხლე უნდა დაიფარო! მწიფე გონი და სულის სიღრმეა ახლა შენი დახსნა!

ნახევრად ჰქმნილი სიკეთე ჰგავს ნიღაბს მლიქვნელობისას! “ფესვიდან კენწერომდე მანძილი ტოლია “მანძილისა” დაბადებიდან კვლავ დაბადებამდე!!!

ხარისხს გენეტიკური თავის-თავადობა განაპირობებს!!!

პატარა ტბის მებადურმა, ოკეანეს ნაჩვევი მეთევზე არც უნდა დეიძმაკაცო და არც უნდა გადეიმტერო

ბეჟოიე  აბდალი ისე რეცხავდა “წვიმა პირ -მოთნეს,” როგორც “ნასუფრალ ჭურჭელს მოახლე”

ღმერთო! მოგვმადლე ზნეკეთილება!სავსე “ყანწი” და თანამოაზრე!

როცა ადიხარ მწვერველზე , დალოცე ქვემო ბილიკი.. არაფერია თავსრული, თუ არ საწყისი ქილიკი. არ შეიძულო საწყალი, არ აიძულო გმონებდეს, არ იცი ვინ სად დაგხვდება ყოფნა-არყოფნის ყორეზე. .

წესრიგი! პური-მეპურემ დააცხოს, თონე ააგოს ოსტატმა. ღვინო მეღვინემ დაწუროს, ვენახს უწამლოს გლეხ-კაცმა. თაფლი ფუტკარმა მოზიდოს, ფუტკარი -ჰყავდეს მეფუტკრეს. გზა-გზის მკითხველმა დააგოს. ქუდები კეროს მექუდემ. ზღვას მეზღვაური მოთოკავს, საჭეს -ნაცადი მესაჭე. ცას არწივები მიუშვით, წაღები -კეროს მეწაღემ. ქვევრი მექოთნემ მოყელოს, გული რომ უცემს თითებში. მიწამდე -კაცმა მიდენოს, ნაწუთისოფლარ ფიქრებში. ბაღი -მებაღემ აშენოს. ღობე -ლომების წილია. ვინც გადაკრულან აკვნებში, განა სუ ყველა შვილია?! სახნავად ხარი მიუშვი, სათესად სული მზიანი. სამკალს დარაჯი აწვიე. გულმართალი და სვიანი. თავთავი დაფქვას წის-ქვილმა, წყალმა -აქციოს ცომად. პური მეპურემ დააცხოს! ადგილს- მიგარქვას გონმა.

ყველაფერი რაც დიდია! წვრილმანთა გონივრული თანხვედრაა .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share