13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

გორში 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა, რაც 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,  რომ  ზ.მ.-მ,  14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა”, – ნათქვამია განცხადებაში.

13 წლის გოგომ გორის რაიონის ერთერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. მასზე, სავარაუდოდ, 50 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც მოზარდი დაორსულდა. ბრალდებული არასრულწლოვანის მშობიარობიდან ექვსი თვის შემდეგ დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share