ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე ზალკანიანის მიერ ნათქვამ სეზონურ დასაქმებაზე, რომ იქედან კვალიფიციაამაღლებულები დაბრინდებიანო, ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“ვაი თქვენს ოლიგარქ პატრონს!
გინდათ ქართველების კვალიფიკაცია ბოსტნეულის კრეფაში ამაღლდეს და ეს გახარებთ, რომ უამრავი, მართლა კვალიფიციური ადამიანი, ოჯახის შიმშილისგან დახოცვის გადასარჩენად, იძულებულია გერმანიაში ყველაზე დაბალკვალიფიციური საქმით დაკავდეს?
სადმე მაღალტექნოლოგიურ საწარმკებში ან სამეცნიერო ცენტრებში, რომ მიდიოდნენ, შესაბამისად მაღალი ანაზღაურებით, დროებით და უკან ბრუნდებოდნენ, მართლა ახალი ცოდნითა და მოწინავე გამოცდილებით, სხვა საქმეა.
რას ბოდავენ ეს უნამუსოები ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ამდენ გამწარებულ და იმედდაკარგულ, მშიერ ადამიანს?
ეს უნამუსობა უნდა დასრულდეს!”-წერს ბარამიძე.