გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5.000 მოქალაქე შეძლებს. ამის შესახებ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან.
ცნობისთვის, ამ დრომდე გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოს 500-მდე მოქალაქეს ჰქონდა.
გერმანიაში დასაქმების სურვილი უკვე 97 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა.