ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) სამი მოსწავლე Qetato Surguladze ლიზი დოლიძე და Giorgi Beltadze გახდნენ გაცვლითი პროგრამის (Access Exchange Program) გამარჯვებულები და ზაფხულში ისინი გაემგზავრებიან ამერიკაში 3 კვირიან საზაფხულო სკოლაში კალიფორნიის შტატში.- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი ავრცელებს.
“გილოცავთ ბავშვებო! არჩვეულებრივები ხართ!
განსაკუთრებული მადლობა ანი და ნადია მასწავლებელს. უსაზღვროდ დასაფასებელია თქვენი ღვაწლი.
ცალკე, უდიდეს მადლობას ვუხდით PH International და ამერიკის საელჩოს (US Embassy in Tbilisi) ამ შესაძლებლობებისთვის
“ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა” (English Access Micro Scholarship Program), ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ოზურგეთში ამ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია არის გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center.”- წერია ინფორმაციაში.