“ნაბეღლავში” გაფიცვა გრძელდება

ჩოხატაურში კომპანია “წყალი მარგებელის” თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ანაზღაურების გაზრდას, რვასაათიან სამუშაო დროს და ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურებას ითხოვენ. გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. როგორც საათობრივი, ისე ზეგანაკვეთური ანაზღაურება კი მეტისმეტად დაბალია. “საათში 3 ლარს გვიხდიდნენ, ვითხოვეთ, რომ ანაზღაურება გაეზარდათ, ჩვენი მოთხოვნის შემდეგ კი საათობროვი თანხა მხოლოდ 50 თეთრით გაიზარდა. რაც ჩვენთვის მისაღები არ არის. ოჯახები გვყავს, თავი თვიდან თვემდე ნისიით გაგვაქვს და ეს ხელფასი მეტისმეტად მცირეა.”- აცხადებენ გაფიცულები. მათივე თქმით, კომპანიაში დასაქმებული მთელი სამუშაო ძალა იგივე პოზიციაზეა, თანამშრომლების კომპანიაში დარჩენილი ნაწილი ბოლო სამუშაოს შეასრულებს და გაფიცულებს შემოუერთდება. კომპანიის მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share