დღეს შევხვდი გურიის რეგიონში მოქმედ მეწარმე ქალბატონებს, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და არიან წარმატებულები თავიანთ საქმიანობაში!
ვისაუბრეთ სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო და ფერმერული მეურნეობების განვითარების შესაძლებლობებზე; სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებზე, საჭიროებებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე.