“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედია, ვანი, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელი შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება. მსგავსი შინაარსის ფოტო მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მთავარი არხი” სამტრედიის მერს ვალერიან ფოცხვერიას დაუკავშირდა, რომლემაც ჩვენთ საუბარში დაადასტურა, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილი სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელია. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ თუ კომენტარი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.