ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა განახლდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდა.
ენგურის ცენტრალურ ხიდზე კარვები დადგეს, სადაც მოქალაქეებს ტესტირებას უტარებენ. მოეწყო დაყოვნების სივრცეც.
ენგურის მეორე მხარეს, სადაც რუსი ოკუპანტების საკონტროლო პუნქტებია დილიდან ხალხის დიდი რიგი დგას.