პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის წევრების მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერის ფაქტს ასე ეხმაურება:
“რა ქნეს, დაურტყეს ხელი ერთმანეთს ხაზარაძემ და ელისაშვილმა, ჩაკოცნეს ერთმანეთი ბრეჟნევის სტილში? ბოლოს ისე დაშორდნენ რუსთავი 2-ის ეთერში, ლამის მუხლზე გადაიმტვრია ალეკომ ხაზარაძე და მაინც ვინერვიულე ელჩებთან თავი არ მოგვჭრანმეთქი.”- წერს ოქრუაშვილი.
ცნობისთვის: დოკუმენტს ხელი “რესპუბლიკელმა” ხათუნა სამნიძემ, “გირჩელმა” ზურაბ ჩაფარიძემ, ინდივიდუალურად, ენმ-დან სალომე სამადაშვილმა და ასევე ინდივიდუალურად დავით ბაქრაძემ, “ლელოდან” ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, “სტრატეგია აღმაშენებლიდან” გიორგი ვაშაძემ და “გირჩის” მეორე ნაწილიდან, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერეს.