ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის

ავსტრიის ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ვოლფგანგ მიუკშტაინი, საზეიმო ფიცის დადებაზე ტრამვაით გაემგზავრა. ამის შესახებ ავსტრიულმა გამოცემა Heute.at-მა დაწერა. საზეიმო ფიცი ახალდანიშნულმა მინისტრმა ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან, უნდა დადოს.

ავსტრიის ჯანდაცვის 46 წლის მინისტრი სამსახურში New Balance-ის სპორტული ფეხსაცმლითა და ჰალსტუხის გარეშე დადის. მან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ავტომობილზე უარი განაცხადა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.

https://info7.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share