“დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა”

სახალხო დამცველის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ზეწოლაზე საუბრობენ.

“დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ეხლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, პანსიონში და შემდგომაც მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ. 

მისივე თქმით, სასულიერო პირების განცხადებები რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს ეფექტური და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share