უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა უკვე გამართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან.
საქართველოს ხელისუფლებამ ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოკუპირებული დონბასიდან რუსული სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით სროლა განაახლეს.
ხელისუფლებამ შარაშენიძე უკრაინიდან 2020 წლის 8 მაისს “კონსულტაციებისთვის” გამოიწვია მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.