ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს ფარულად უსმენენ – ვიდეო

“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ბესო ქათამაძე და ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც “ქართული ოცნების” მესამე ნომერმა, მათი სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა.კობახიძემ ფაქტიურად აღიარა, რომ სატელეფონო სუბრებს უსმენენ.

გთავაზობთ ბესო ქათამაძის ფეიბუქ პოსტს, ამ საკითხთან დაკავშირებით:

“რამდენიმე სიტყვა კობახიძის ბრიფინგის შესახებ:ვადასტურებ, რომ სატელეფონო საუბარი შედგა ჩემსა და ნატო გოგელიას შორის. საუბრისას მე ვუყვები მას წინა დღით ნასაკირალში ნაციონალების წინასაარჩევნო შეხვედრის დეტალებს, სადაც მერისა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზონდერმეთაურის ილა კეჭაყმაძის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა შეეცადეს მისი ჩაშლა, რაც არ გამოუვიდათ. ამავე სატელეფონო საუბრისას ჩვენ აზრები გავუზიარეთ ერთანეთს და ვივარაუდეთ, რომ არჩევნების დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმე ქმედებებს განახორციელებდა , განსაკუთრებით სწორედ ნასაკირალსა და ჭანიეთში. სულ ესააა, რაზეც იმ სატელეფონო საუბრისას ითქვა. დარწმუნებული ვარ,ქართველი ხალხი ზუსტად შეაფასებს და ადექვატურ პასუხს გასცემს ბატონი კობახიძის მიერ ღია ეთერში იმის აღიარებას, რომ ცენტრსა თუ რეგიონებში ტოტალურად გვისმენენ და გვითვალთვალებენ.ეს გახლავთ თვითაღიარება იმ ღრმა აგონიის ფონზე, რაშიც არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისუფლება იმყოფება. გამარჯვება გარდაუვალია!”- წერს ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში.

სოციალური ქსელით გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს, ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელიაც:

“ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze გუშინ, დილით რაც მე და Beso Qatamadze-მ ვისაუბრეთ უკუღმა კი მოყევი ეთერში, მაგრამ კარგია, რომ ღიად დაადასტურე როგორ მისმენთ. თქვენ რომ არ შეგრცხვებათ ეგ კი ვიცი, მაგრამ შენს კოლეგებს ჩემთან მიმოწერებსაც თუ გადაუმოწმებ არ იქნება ცუდი უკეთეს ამბებს გაიგებ.”- წერს გოგელია.

კობახიძის ბრიფინგის ჩანაწერი იხილეთ ლინკზე:

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1809986999159020

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share