ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” ამირან გიგინეიშვილი, გურიის მაჟორიტარი დეუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს შესასვლელთან გაკრულ აბრის ფოტოს ფეისბუქზე აქვეყნებს და დეპუტატს მიმართავს,- აკრძალულია თუ არა გურიაში, სახელმწიფო დაწესებულებებში პარტიული ატრიბუტიკის გამოყენება:
“ბატონო ვასილ ჩიგოგიძე / Vasil Chigogidze მე კი მაქვს ვერსია, მაგრამ იქნებ თქვენ ახსნათ ეს აბრა რას ნიშნავს? საჯარო, მით უმეტეს სახელმწიფო დაწესებულებაში პარტიული ატრიბუტიკა აკრძალული აღარაა გურიაში?” – წერს გიგინეიშვილი.