საქართველოს პარლამენტის ოთხგზის წევრი, მათ შორის 2012-2016 წლებში პარტია ,,ქართული ოცნებიდან” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი და 2020 წლის თებერვალ-დეკემბერში იმავე პარტია ,,ქართული ოცნებიდან” საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაბიზნესმენი ვალერი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბევრი რამეის გაკეთება უნდა რაიონისათვის, მაგრამ ყველაფრის საშუალება არ ეძლევა:
,,მეგობრებო მინდა გამოვეხმაურო თქვენს კომენტარებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და ამდენი თბილი სიტყვრბისთვის.
ეხლა მსურს ვუპასუხო ზოგ კომენტარს სადაც მეუბნევიან რომ არ ღირს პოლიტიკაში დაბრუნება და ამის გარეშეც შემიძლია ადამიანების დახმარება. სამწუხაროდ ასე არ არის, რადგან არის ბევრი რამე რისი გაკეთებაც მინდა რაიონისათვის , მაგრამ ყველაფრის საშუალება არ მეძლევა, რადგან ხდება ჩემი საქმიანობის ბლოკირება გარკვეულ საკითხებში. ბიზნესს უნდა ქონდეს მეტი თავისუფლება და ბიზნესმენებს უნდა შეეძლოთ რაიონისათვის სასარგებლო პროექტების თავისუფლად განხორციელების საშუალება. პოლიტიკაში უნდა მოდიოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველანაირი გზა განვლო, ყველა სირთულეს გაუძლო და ამით მეტი გამოცდილება შეემატა. წარმოუდგენელია სათავეებში მოდიოდეს სრულიად გამოუცდელი ადამიანი, რომელსაც ცუდის და კარგის გარჩევის გამოცდილებაც კი არ აქვს ცხოვრებაში.
დამიჯერეთ ნამდვილად არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყო პოლიტიკაში, რადგან ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ბევრად მშვიდია”.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილი პარტია ,,ქართული ოცნების” წევრია 2012 წლიდან დღემდე.