“ენმ-ის თავმჯდომარის ადვოკატმა თქვა, რომ მელიას თანხმობა გირაოზე საჭირო არ არის და მისი გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია”, – ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას შესახებ თქვა.
“გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს.
ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ.
არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა.
ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება”.-თქვა პაპუაშვილმა.