“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ უცხოელი მედიატორების ორგანიზებით გამართულ შეხვედრებზე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ითხოვდა ამნისტიის კანონში ჩაწერილიყო მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ მსჯავრდებულს არ ენდომებოდა ამნისტიას, მას ამნისტია მას არ შეხებოდა.
როგორც ჩანს, კობახიძის წინადადება ოცნებამ სრულად გაიზიარა.
ხელისუფლების მიზანია, მიშელის ხელშეკრულების ჩაშლა. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების განხორციელებას. საქმე გვაქვს, სამართლებრივ ნონსენსთან, იმიტომ რომ არცერთ სხვა შემთხვევაში, როცა ამნისტიაა გამოცხადებული, ბრალდებულის თანხმობა მოთხოვნილი არ არის” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ქვეყანა ახალ პოლიტიკურ ჩიხში შევიდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხიდან გამოშვება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ქართული ოცნება მელიასგან ისევ ბრალის აღიარებას ითხოვს. ხელისუფლების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონში ოცნებამ ეს მოთხოვნა პირდაპირ ჩაწერა.