ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ექიმი კონსტანტინე მათითაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მათითაშვილი პოლიტიკოსებს “დასრულებელი კინკლაობის” შეწყვეტისა და ქვეყანაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
“ეს “ჭკვიანი” პოლიტიკოსები ან ერთნი ან მეორენი როდის მიხედავენ ქვეყანას და არა საკუთარ თავებს ვინმემ ხომ არ იცით? უკიდურესი მარაზმია ამ პატარა ქვეყანაში დაუსრულებელი მოლაპარაკებები და ინფანტილური კინკლაობა …
ტელევიზორის ქართულ არხებზე გადართვისას ზუსტად ერთი და იგივე ბლა-ბლა ამოვიდა მაგრად ყელში … მაგრად ტეხავს რა, ძალიან მაგრად”, – წერს კონსტანტინე მათითაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.