2011 წელს, როცა „პასქის ფესტივალის“ ჩატარება გადავწყვიტეთ, ამ იდეას მხარი დაუჭირეს პირველივე ადამიანებმა, ვისაც დახმარება ვთხოვეთ.
წელს ფესტივალი ათი წლის გახდა, მეთერთმეტედ გაიმართებოდა, მაგრამ… პანდემიის რეგულაციების პირობებში ჩვენი შეხვედრა აღარ შედგა… არ შედგა და ფესტივალის სახელით ვესტუმრეთ ერთ-ერთ, გამორჩეულ მონაწილეს, უფრო სწორად ოჯახს.
ეს ოჯახი ფესტივალის მრავალი პრიზის მფლობელი და თითქმის ყველა ფესტივალის მონაწილე და მხარდამჭერია. მამა ბასილის მეუღლე, ხატმწერი ლელა ბასილია ამბობს, რომ ოჯახი თავიდანვე განთქმული იყო საუკეთესო ტკბილეულით.
„ – ჩემი დედამთილი ძალიან ძლიერი კულინარი იყო, რაც გავთხოვდი მას მერე ვაცხობ ტკბილეულს, პასქას, პურსაც… გვაქვს პასქის ჩვენი საოჯახო რეცეპტი, რომელსაც ვუმატებთ სიახლეებს გემოსა და დიზაინის თვალსაზრისით. მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ საქმეში, მამაო დიზაინის, იდეების ავტორია, მისია ფანტაზია, შესრულება ჩემზეა, ქალიშვილები მორთულობაზე ზრუნავენ, ვაჟები კურიერიებია…
– არსებობს პასქის ადვილი რეცეპტი?
– როცა სიყვარულით აკეთებ, მაშინ გაიდვილდება. დილით რომ მოვზელ ცომს, საღამოს ვიწყებ ცხობას ან პირიქით. ოცდაოთხსაათიანი ყურადღება სჭირდება. დევიზიც მაქვს: მირჩევნია გავაჩუქო, მეტი ხარისხიანი შედეგი მქონდეს, ვიდრე რეცეპტს, მზადების პროცესს რამე მივაკლო“. ღამეს თეთრად გავათენებ და არავითარ შემთხვევაში არ მივაკლებ ზრუნვას.
– პასქის ფესტივალზე პირველად თქვენ გამოიტანეთ ხაჭოს პასქა, ჭიამაიების ფორმის პასქა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კომპოზიციების ყველა ლამაზი მორთულობა გემრიელი და საკვებად ვარგისია.
– ჭიამაიების კომპოზიციის ავტორიც და შემსრულებელი მე ვარ. ჭიამაია ძალიან მიყვარს, ლექსებს ვწერდი მაგ ფსევდონიმით. მიხარია, რომ აღდგომასთან ასოცირდება. ფესტივალზე მონაწილეობას არ ვფიქრობდი, იმდენი სილამაზე იყო იქ, არც მეგონა თუ ჩემი ნამუშევარი სადმე გამოსაჩენი იქნებოდა. ძლიერი კონკურენტები გვყავდა. შევეცადეთ ჩვენი წვილი შეგვეტანა ამ ლამაზ ზეიმში.“
ლელას შევხვდი ახალდაარსებულ საცხობში, ,,ART‘L’’ .
ოჯახმა გადაწყვიტა კულინარია ბიზნესად აქციოს, ოფისი ოზურგეთში, კოსტავას 129-ში გააკეთეს, რომელიც უკვე იქცევს ყურადღებას ტკბილეულის გემოთი, დიზაინით, მისაღები ფასით და რაც მთავარია – დიდი სიყვარულით. აქ ყველა მყიდველს ტკბილეულის დეგუსტაციას სთავაზობენ და ნებისმიერი პროდუქტი სარეკლამოს თვისებებისაა.
„ – მიუხედავდ იმისა, რომ უკვე იცნობენ ჩემს პროდუქციას, მირჩევნია ჯერ დავაგემოვნებინო მყიდველს, დეგუსტაცია ჩვენი საცხობის უცვლელი კომპონენტი იქნება.“- გვითხრა ლელამ, რომელსაც ნადვილად არ უყვარს თავისთავზე ლაპარაკი.
მალე ახალი კვირა დგება, ჰოდა, ვისაც გსურთ ტკბილეულის, პასქის შეძენა, რომელთა ფასიც მისაღებია ყველა სოციალური ფენისთვის
– ტორტი 12 ლარიდან,
პასქა -5 ლარიდან…
უკვე იცით სადაც უნდა მოიკითხოთ. მშობლებთან ერთად თქვენთვის მთელი გულით შრომობენ: მარიამი, ლუკა, იოანე, ანასტასია, ილია, ნატალია… და ამდენი სიყვარულით და ზრუნვით გაჯერებულ პროდუქტის აურას რა შეედრება?
ლია კილაძე