როგორ იხსნა”ვეფხისტყაოსანმა” სიკვდილისაგან გურული ბიჭი, ჭანიეთელი დათუნა სურგულაძე გერმანიაში ტყვეთა ბანაკში .
ნამდვილი ისტორია-რომელიც დათუნა ბაბუამ მომიყვა წლების წინ.
დათუნა სურგულაძე პირტიტველა ბიჭი წავიდა დიდ სამამულო ომში.ორი წელი ტყვეთა ბანაკში სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძოდა.გაუსაძლისმა შიმშილმა სძლია და ჭყიპი სიმინდი მოიპარა…ჩაუშვა ზედამხედველმა.შებოჭეს და იმდენი როზგი გამოუწერეს აშკარა სიკვდილი ელოდა.როცა სადამსჯელო საქმეს შეუდგნენ,გერმანელი ოფიცერი შემოსულა ამ დროს.სამი როზგის შემდეგ,დათუნა პაპას დაცდენია ქართულად-“ვაი დედაა”.გერმანელ ოფიცერს დაუყურებია და რა ენაზე წარმოთქვი ფრაზაო-უკითხავს.ქართულადო,ქართველი ვარო უთქვია დათუნა ბაბუას.აა,შენ “ვეფხისტყაოსნის”ქვეყნიდან ყოფილხარო-ოფიცერმა და როზგით დასჯა გააუქმა.სასწაულები ხდება.
მერე დათუნა ომიდან დაბრუნდა,ოჯახი შექმნა,გამრავლდა,დიდი მეურნე კაცი იყო.ბოლო ფოტო სწორედ ამის ნიშანია,ხეზე ფუტკრის სკას იღებს.
როცა ომის ისტორიებს იგონებდა,თვალებში ცრემლები უდგებოდა,მხედველობა არ ქონდა ბოლო წლები.
დიდება უძეგლო გმირებს,ნათელი მათ ხსოვნას.დათუნა ბაბუას ოჯახში სამი ვაჟკაცია.მიყვარხართ.
როცა ჩემს მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილზე ვუხსნი ქართველებს მეორე მსოფლიო ომში,ყოველთვის ვუყვები ამ ისტორიას.
მეორე მსოფლიო ომში ლიხაურიდან 207 ადამიანი იბრძოდა.
ირმა გორდელაძე, პედაგოგი, “ეკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი.