ინდოეთში მდინარე განგის სანაპიროებზე ათობით ცხედარი გამოირიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ით გარდაცვლილები არიან

გამოცემა “ფრანს-პრესის” ცნობით, ბუქსარის რაიონში, რომელიც ორი უღარიბესი შტატის, ბიჰარისა და უტარ-პრადეშის საზღვართა მდებარეობს, 40-მდე ცხედარი გამოირიყა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით კი, ცხედრების რაოდენობა 100-ს აღწევდა.

ადგილობრივებმა „ფრანს-პრესს“ განუცხადეს, რომ მათი აზრით, გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია, ან ნათესავებმა მათი კრემაციისთვის საჭირო შეშის შოვნა ვერ შეძლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share