საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც ორი უახლოესი ამხანაგური შეხვედრისთვის მოამზადებს. 2 ივნისს, ქართველი ფეხბურთელები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ქალაქ პლოიეშტში. 6 ივნისს კი ნიდერლანდებთან ითამაშებენ, ასევე სტუმრად, ქალაქ ენსხედეში.
სანიოლი რჩეულ ოცდაექვს მოთამაშეს მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეკრებს და 31 მაისის ჩათვლით ჩაატარებს საწვრთნელ შეკრებას. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი);
მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“, თბილისი), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგი“, ავსტრია), სოლომონ კვერკველია („როტორი“, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია („კონიასპორი“, თურქეთი);
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), სერგო კუხიანიძე („სამგურალი“, წყალტუბო), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი).