ჩვენი მთავრობა და ოპოზიცია ერთი მთხლეია, რაც კარგად ჩანს პირველ ფოტოზე, მეორეზე კი კაცია, რომელმაც ყველაფერი გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის და სირცხვილია რომ ამ ქვეყანას დღეს მართავენ ასეთი უცხვირპირო როჟები, რომლებიც სხედან პარლამენტსა და მთავრობაში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბენია ჩხიკვიშვილი, რომლის შესახებ ტიციან ტაბიძე გვამცნობდა გაზეთ ,,ბარრიკადის” 1922 წლის 22 იანვრის ფურცლებზე, ეს მაშინ როცა საქართველო უკვე წაშლილი იყო მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან (საუბარია ,,ქიმერიონზე”, რუსთაველის თეატრის /მაშინ – არტისტული საზოგადოების/ შენობის ქვედა ფოიეს სართულზე განლაგებულ კაფეზე): ,,მაშინ ქართველ არტისტებისათვისაც არ იყო თეატრი. თუ შემდეგ ეს თეატრი აშენდა ამის ერთად ერთი მიზეზი იყო მაშინდელი ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი. უნდა ითქვას პირდაპირი ისტორიული სიმართლით, რომ ქართულ ხელოვნებისათვის, არავის ამდენი არ გაუკეთებია იმ დროს, როგორც ბ. ჩხიკვიშვილს. ამ ადამიანში იყო ბედნიერი გამონაკლისი, მას სძულდა მეშჩანობა, რომელიც მაშინ ძვალში ქონდა გამდგარი მმართველ პარტიას. ნამდვილი ფირალის გამბედაობით და თვითნებობით გააკეთებდა რასაც მოისურვებდა. მას უყვარდა ქართული ხელოვნება…. იქნება დიდი უმადურობა ამის არ თქმა. ბ. ჩხიკვიშვილი იყო ერთად ერთი შეგნებული მეცენატი ქართველ ხელოვანთა. ყოველ იუბილეზე ის გამოჩნდება დონ-კიხოტის ფიგურით და ყველაზე დიდი საჩუქარი და აღტაცებული სიტყვა მისი იყო”.
ირაკლი მახარაძე.