ძლიერი ხანძრის შედეგად დაბა გრიგოლეთში 3 სახლი დაიწვა.
ცეცხლი ზღვისპირას მდებარე ერთ ერთ ხის საზაფხულო კოტეჯში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე კოტეჯებზე გავრცელდა. ძლიერი ხანძრის შედეგად 2 სახლი მთლიანად დაიწვა, ისე რომ ადგილიბრივებმა ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს, მესამე ხის კოტეჯი ნაწილიბრივაა დაზიანებული. ადგილლზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი.
უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.