მასშტაბური გამოკვლევების შედეგად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ტემპერატურის გლობალური ზღვარი მაქსიმუმს მიაღწევს, დედამიწაზე საგრძნობლად დაცხება და 2025 წლამდე თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა 1.5C-ით მოიმატებს.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის ტემპერატურის შესაძლო მატება 10 ქვეყნის კლიმატის გამოკვლევის შედეგად განსაზღვრეს, მეცნიერები კლიმატურ ცვლილებებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე აკვირდებოდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთში, აშშ-სა და ჩინეთში.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტემპერატურის მატების 1.5C-ით ზრდის ალბათობა მხოლოდ 20% იყო, ახალ მონაცემებზე დაყრდნობით კი ეს რისკი 40%-მდე გაიზარდა.
“დრო, რომელიც გადამწყვეტი ქმედებებისთვის გვჭირდება, იწურება” – აცხადებს Met Office-ის უფროსი მეცნიერი ლეონ ჰერმანსონი.
ავტორი:ნათია ხუროშვილი