მარიამ მაყაშვილი
26 მაისს მთაწმინდაზე ერთი კუბოთი ორი ადამიანი დაკრძალეს – გიორგი კვინიტაძე და მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი. „როგორც ამიხსნეს,გადმოსვენებისას მათი ძვლების განცალკევება ვერც შეძლეს“, – ამბობს პანთეონის დირექტორი მარინა დავითაშვილი.
1921 წელს გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში მარიამ მაყაშვილთან ერთად წავიდა, მათთან ერთად იყო მათი სამი გოგონა (ივდითი, თამარი და ნინო) და ძიძა, ბაბალე მრელაშვილი.
„1921 წელს რუსების თავდასხმას რომ ელოდებოდნენ, თავდაცვის ფონდიშეიქმნა და ხალხი ძვირფასეულობას სწირავდა. მარიამ მაყაშვილმა მაშინვერცხლის კოვზები და კიდევ სხვა ვერცხლის ნივთები შესწირა.
ემიგრაციაში კვინიტაძეს ოჯახი რომ ერჩინა, ერთი პერიოდიგრამფირფიტების ქარხანაში მუშად მუშაობდა. მერე ბაბალეს გაკეთებულიმაწონი ფრანგ ექიმს მიართვეს. მას იმდენად მოეწონა, რომ მაწვნისკეთება და გაყიდვა დაიწყეს. ამით ოჯახმა ცოტა სული მოითქვა. თვითონვეწერს მოგონებებში, გენერალი კაცი მემაწვნე გავხდიო“, – ჰყვება ისტორიკოსი მამუკა წურწუმია.
გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში 1970 წელს გარდაიცვალა. 10 წლით ადრე გარდაიცვალა მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი.
ორი ოლღა გურამიშვილი
მეუღლის, ილია ჭავჭავაძის გვერდით არის დაკრძალული ოლღა გურამიშვილი.
ილიას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ ოლღა მთაწმინდაზე გადასახლდა, უნდოდა ქმრის საფლავთან ახლოს ყოფილიყო. მის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზე დაწერილ წერილში ვკითხულობთ:
„წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო საკუთრებათნეტარ ხსენებულის ილია ჭავჭავაძის სახლი, მდებარე ქ. ტფილისში, მეათენაწილში. ამ სასახლეში წერა–კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებამდამითმო სადგომად სიკვდილამდენ, ეზოს მხრივ სამი ოთახი, სამზარეულო თავისი სარდაფით. ამ ოთახებში თუმცა მე დავბინავდი, მაგრამ სული მეკვეთებოდა, რადგან ერთი ოთახი ბნელია, მეორე პატარაადა მათში ჩემი ჭრილობებისა და ჯანმრთელობისთვის ნაკლები ჰაერია. მესამე კი ახლოა იმ პატარა ოთახთან, საიდანაც სიმყრალე გამოდის. ამმიზეზისა გამო, მე ძალაუნებურათ დროებით ისევ ილიას კაბინეთშიგადმოვსახლდი. მე დავრწმუნდი, რომ ჩემი დგომა ამ სახლებში, სადაცილიამ და მე უკანასკნელი დრო გავატარეთ, შეუძლებელია როგორცჩემთვის, ისე წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვისაც…
მსურს ვიდგე მთა–წმინდის უბანში გზის პირას. ამ ახალი ბინიდამ მეხშირათ, ჩემ სანუგეშოდ, ავალ ხოლმე წმინდა დავითის მონასტერშიმგოსანი ილიას ნეშტის თაყვანისსაცემად.
ამ სოფელში მე სხვა საგანი არა მაქვსრა, გარდა იმ სურვილისა, რომ მეილიას სახელი ვადიდო და მოვიხსენიო, მანამ პირში სული მიდგას. ესსოფელი წარმავალია, როგორც ჩემი სევდით გატანჯული ცხოვრება. მე ჩემსიცოცხლეში თუ რამე მექნება, ყველა სახსარს და ღონეს ამას შევწირავ“.
მთაწმინდაზე დაკრძალულია კიდევ ერთი ოლღა გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძის მეუღლე. მაშინდელი ქალებიდან ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა. იმ პერიოდში ქალი მასწავლებლები, არათუ საქართველოში, ზოგადად რუსეთის იმპერიაშიც კი ცოტანი იყვნენ.
ოლღა გურამიშვილმა და ნიკო ნიკოლაძემ 1883 წელს თბილისში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი პეტერბურგში დაბრუნდნენ, სადაც ნიკოლაძე იყო გადასახლებული. საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლეს. დასახლდნენ სოფელში, დიდ ჯიხაიშში. 1894 წელს ოლღამ აქ ქალთა გიმნაზია გახსნა და პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო. როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, დაინტერესებული იყო, რომ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობა საფუძვლიანად შეესწავლათ. იცოცხლა 1940 წლამდე და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ორი ნინო
მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის გვერდით უნდა იყოს დაკრძალული მისი მეუღლე, ნინო იაგორის ასული ჭილაშვილი, თუმცა დღეს მისი საფლავი შემორჩენილი არ არის.
„საეკლესიო წიგნში მითითებულია, რომ მამადავითში წესი აუგესსახელმწიფო მრჩეველის დიმიტრი ყიფიანის ქვრივს ნინო იგოროვნას(გვარი მითითებული არაა), რომელიც ასაკის გამო 1902 წელს 77 წლისგარდაიცვალა. დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. მანდ არც წარწერა, არცარაფერი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ის საფლავიც გააუქმეს, როგორცსხვა ყველაფერი“, – ამბობს მარინა დავითაშვილი.
საფლავი არის, მაგრამ დოკუმენტები – არა ლადო გუდიაშვილის მეუღლის, ნინო მგელაძის, განსასვენებელთან დაკავშირებით. ის 1995 წელს გარდაიცვალა და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მოწითალო მარმარილოზე ლადო გუდიაშვილის სახელისა და გვარის ქვეშ დიდი ასოებით „ნინო“ -ც წერია, თუმცა პანთეონის დირექტორი ამბობს, რომ ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს.
ორი უცნობი ბავშვი
ცნობილი ფაქტია, რომ ალექსანდრე გრიბოედოვის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე, ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ იქვე არის ორი პატარა ბავშვის საფლავიც, ამ ბავშვების ვინაობა კი არავინ იცის.
„იმ ადგილას ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილებიც იყვნენდამარხულები, რომლებიც პატარაობისას სახადით გარდაიცვალნენ. 1929 წელს საფლავის ქვები აიღეს, მშენებლობისთვის გამოიყენეს და ამიტომგაურკვეველია ამ ბავშვების ზუსტი ვინაობა“, – ამბობს მარინა დავითაშვილი.
მარიკა
სიმონ ჩიქოვანი და მისი მეუღლე, მარიკა ელიავა, ერთდროულად გახდნენ ავად. სიმონი თანდათან ბრმავდებოდა, მარიკას – კიბო სჭირდა. ავადმყოფობას ერთმანეთსაც უმალავდნენ და სხვა დანარჩენებსაც. როდესაც სიმონი გარდაიცვალა, მთაწმინდაზე დაკრძალეს. მარიკამ იცოდა, რომ მას პანთეონში არავინ დამარხავდა და ანდერძი დატოვა, დამწვით და სიმონის საფლავს ჩემი ფერფლი მოაბნიეთო.
„სტუდენტობისას გაიცნო სიმონმა მარიკა. სტუდენტობისას როგორ, სიმონს უნივერსიტეტი არც დაუმთავრებია, მიაჩნდა, რომ იქ ვერაფერსისწავლიდა. შორიდან დაინახა და იკითხა, ვინ არისო. მერე მთელიცხოვრება უყვარდა. სუსტი ფილტვები ჰქონდა მარიკას და ხან სადმკურნალობდა, ხან – სად, სიმონიც ყველგან ჩააკითხავდა ხოლმე. სიმონირომ მოკვდა, მარიკამ წამლების მიღება შეწყვიტა, უნდოდა მალემისწეოდა.
მარიკა 60-იან წლებში გარდაიცვალა, საქართველოში კრემატორიუმი არიყო და მოსკოვში წაასვენეს. ფერფლის ნაწილი საფლავზე გაფანტეს, უფრო დიდი ნაწილი კი სიმონ ჩიქოვანის ფეხთით ჩაფლეს. სადღაც 10 წლის წინ ხელმოწერები შევაგროვე და, მერიის თანხმობით, მარიკასფერფლი სიმონის გვერდით, იქვე გადავასვენეთ. ახლა მარიკას საფლავსწარწერაც აქვს“, – ჰყვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი შარლოტა კვანტალიანი.
ისევ ნინო
„ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! ნინო აღარა მყავს! ეს საკმარისია, ჩემისულისკვეთება, ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობაუსიტყვოდ კარგად გაიგო.
რამდენჯერმე დავაპირე დაწერა, მაგრამ ვერ შევძელი. ნინოს ვიხსენებ,გული მესკვნება, ცრემლი მაწვება, სულ მოვიშალე, განსაცდელს ვერვურიგდები. გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ ემორჩილება. ეს სიბერის და სისუსტის შედეგია“ ,- წერდა ექვთიმე თაყაიშვილი მეგობარს, იროდიონ სონღულაშვილს. წერილი ამჯერად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.
ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია, ივანე პოლტორაცკის შვილი იყო. საქართველოში მცხოვრები პოლონელი თავადები შეძლებულ და წარჩინებულ ოჯახად მიიჩნეოდნენ. ნინო რამდენიმე ენას ფლობდა. მუსიკალური განათლება პარიზში მიიღო. მოგვიანებით, როდესაც ემიგრაციის გამო ისევ საფრანგეთში მოუხდათ გადახვეწა, პროფესია გაიხსენა და პარიზში ფორტეპიანოზე უკრავდა, კონცერტებს მართავდა, რომ თავი ერჩინათ.
„ძალიან მგრძნობიარე ყოფილა, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზეცდილობდა ექვთიმესთვის ცხოვრება შეემსუბუქებინა. თავიდან ნინოსდიდი სიმდიდრე ჰქონია – მთაწმინდის მიწები. მაგრამ აღარაფერიშეარჩინეს. ექვთიმეს ბოლოს ერთ პატარა, სადაო ბინაში აღმოხდა სული. იხვეწებოდა, წიგნები მაინც მომაშორეთ, სუნთქვის საშუალება არა მაქვსო.
ნინო რომ ავად იყო, ექვთიმე ბოლომდე საავადმყოფოში, თავთან ეჯდა. ძალიან ცუდად იყო, როდესაც ის გარდაიცვალა“, – ჰყვება ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი ესმა მანია.
„ორი დღის წინათ მითხრა, მე იქნება დედაჩემსავით მალე გონებადავკარგო და ახლა მინდა გითხრა ყველაფერიო და ისე მომიალერსა დაისე დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა, ცრემლებიმომერია. მას გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი ვეგულებოდი. მეც ღონე მოვიკრიფე და ჩემი ვუთხარი, გაუხსენე მისი ამაგი, მისისათნოება. მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული და სხვა და ამითთითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს, ხოლო, რასაკვირველია, მე არმითქვამს რომ უიმედო მდგომარეობაშია.
რაკი მე ისე აღელვებული ვიყავი, უკანასკნელი განკარგულება სხვებსდაავალა, ორ მანდილოსანს, რომლებიც მის მოვლაში მე მშველოდნენ დადიდი დახმარება გამიწიეს. მათ გაუნაწილა თავისი ნივთები და მცირეგარდეროფი და უთხრა: დღეს ექვთიმემ ბევრი კარგი სიტყვები მითხრა, სრულიად დამშვიდებული ვკვდებიო. ცხედარზე ეს და ესგადასაფარებელი დამადევით კუბოზეო, ეს და ეს მოსასხამი ჩამატანეთო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. მალე ნუდამმარხავთო (ეშინოდა ლეტარგიული ძილი არ მომივიდესო, ჩემთვისაცუთქვამს წინათ).
შემდეგ ჩემს თავს მათ აბარებდა და მოვლას სთხოვდა. ყველა ამას ისედამშვიდებით ამბობდა, რომ ერთი ცრემლი არ გადმოუგდია“, – წერს ექვთიმე თაყაიშვილი.
ნინო პოლტორაცკაია საფრანგეთში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. მოგვიანებით ექვთიმე საქართველოს საგანძურთან ერთად ისევ თბილისში დაბრუნდა. განძით სავსე ყუთებით დატვირთული თვითმფრინავი უკვე უნდა გამოფრენილიყო, რომ შეატყვეს, ექვთიმე ფეხს ითრევდა. იცოდნენ, ცოლი როგორც უყვარდა და იფიქრეს, ალბათ, მისი საფლავის დატოვება ენანებაო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ძველი, დაკონკილი ტანსაცმლით სამშობლოში ჩასვლის რცხვენოდა. მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა, ოჯახს საგანძურის ერთი ნივთიც არ გაუყიდია.
მთაწმინდა ექვთიმე თაყაიშვილისთვის მესამე საფლავია, მანამდე ის ვაკეში, შემდეგ კი დიდუბეში იყო დაკრძალული. უკვე პანთეონში გადასვენების შემდეგ საფრანგეთიდან მთაწმინდაზე ნინო პოლტორაცკაიას ცხედარიც გადმოასვენეს.