მამაკაცი, რომელმაც სასჯელის 6 წელი უკვე მოიხადა და ვადამდელი გათავისუფლება შეეხო, COVID 19-ის გამო საპატიმროს დატოვებაზე უარს აცხადებს იმ არგუმენტით, რომ შიგნით უფრო დაცულია, ვიდრე გარეთ.
ციხის ინსპექტორების განცხადებით, მსჯავრდებული აშიშ კუმარის თხოვნა გაითვალისწინეს და მას ციხეში სასჯელის ვადის სრულ ამოწურვამდე დატოვებენ.
აშიშ კუმარი, რომელიც მასწავლებელი იყო, 2015 წელს დააკავეს. მასთან ერთად ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ასევე კორონავირუსის შიშით უარი კიდევ 20-ზე მეტმა პატიმარმა თქვა.