2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 342 გახდა.
ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
აქვე, გეყტვით, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 42579
- გამოჯანმრთელებულია – 26800
- მათ შორის გარდაცვლილია – 342
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2977
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2236
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4293, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.