გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე”: ვფიქრობ, დესტრუქციას პარლამენტშიც გააგრძელებენ

ვფიქრობ, დესტრუქციას პარლამენტშიც გააგრძელებენ, რადგან ქუჩიდან შეტევით თავიანთი მიზნები ვერ განახორციელეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„დესტრუქცია გახდა მათი სტრატეგიის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ვფიქრობ, რომ იგივე გაგრძელდება პარლამენტში, ვინაიდან ქუჩიდან შეტევით ვერ განახორციელეს თავისი მიზნები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

http://www.resonancedaily.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share