სამშაბათს მსოფლიოში ინტერნეტის ქსელის ფართო მასშტაბის შეფერხებები აღინიშნა, რამაც გავლენა იქონია სოციალური მედიის პლატფორმებზე, საინფორმაციო და სამთავრობო ვებსაიტებზე. როგორც ვარაუდობენ, პრობლემა აშშ-ის cloud computing-ის (მონაცემთა ღრუბელი) სერვისებიდან მომდინარეობს.
8 ივნისს დილით შეფერხებული იყო ისეთი წამყვანი მედიაორგანიზაციების ვებსაიტები, როგორებიცაა BBC, Financial Times-ი, the Guardian-ი, the New York Times-ი, Bloomberg-ი, CNN-ი და Le Monde-ი.
მესიჯები “Error 503 Service Unavailable” და “connection failure” ჩნდებოდა Amazon.com-ისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ვებსაიტ gov.uk-ზე.
ზოგიერთმა ვებსაიტმა მოგვიანებით კვლავ განაახლა მუშაობა.
პრობლემის არსებობა აღიარა cloud computing-ის კომპანია Fastly-მ, რომელსაც სან-ფრანცისკოში უდევს ბინა, და განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
https://www.radiotavisupleba.ge/