საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლაშა შავდათუაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს და “ფეისბუქზე” წერს და გორში, შავდათუაშვილების ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
“ვულოცავ ლაშა შავდათუაშვილს ნამდვილ ქართველ, პატრიოტს, მაგარ კაცს, ქართველ დევ-გმირს, მსოფლიოს ჩემპიონობას.
ერთ-ერთი ქართველია, ვინც მოიგო ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპა.
ასეთ ხალხზე დგას საქართველო – ის გვიღვივებს გამარჯვების ჟინს!
ყოჩაღ ლაშა!
ბრავო! ბრავო! ბრავო!
ვყოფილვარ მასთან, მის ოჯახში გორში და მარტო თვითონ კი არ არის მაგარი, ძალიან მაგარი მშობლები ყავს და ვხვდები, საიდან მოდის ეს საბრძოლო სულისკვეთება.
როგორ მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ ლაშა ისევ გერჩის ძალა.
ისე რომ იცოდე, მეც შევდივარ თანდათან ფორმაში – გნახავ მალე გორში, თბილისში, საქართველოში და მოგილოცავ ახალ გამარჯვებას” – წერს მიხეილ სააკაშვილი
ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გუშინ მოიპოვა.