დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ეპიდვითარებაზე საუბრისას აცხადებს, რომ ” ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ” ანუ მისივე განმარტებით, “მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ”.
“მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც”, – აცხადებს გამყრელიძე.