საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობა გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მიხედვით, სექტორები, რომლებშიც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები დაფიქსირდა ასე ნაწილდება:
1) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2,448 ლარი, კლება წინა წელთან 5.7%;
2) კომუნიკაციბი და ინფორმაცია – 2,159 ლარი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
3) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1,798 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
4) მშენებლობა – 1,664 ლარი, კლება წინა წელთან 2.3%.
საქსტატის მიხედვითვე, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1,022 ლარით, ხოლო კაცების 1,473 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.