ახალი შენაძენი გრიგოლ რობაქიძის ეგნატე ნინოშვილი, 1930. მადლობა Sandro Lominadze არ მქონდა წაკითხული. ძალიან კარგია, მცირე ზომის და ზუსტი. ,,ორი ქედი: ნიგოითისა და აჭარის. ამ ორ ქედს შუა მოქცეულია გურია, ლურჯთვალა კუთხე. მიწა ლბილი და ხალხი ფიცხი. გურია უნდა ნახო დილით: უთუოდ გაზაფხულის პირზე. უნდა ნახო რომელიმე ქედიდან. გორაკი მისდევს გორაკს, ბორცვი ბორცვს, ამოდის მზე, აქა იქ მზოზავი ნისლები ინთქებიან ნელინელ, გორაკები და ბორცვები პირს იხდიან, თითქო ახლად იბადებიან”.