ტიკარაძე: ვაქცინაცია, ფაქტობრივად, არ გვიცავს ინფიცირებისგან

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა, ფაქტობრივად, არ გვიცავს ვირუსისგან.

“ვაქცინაცია ნაკლებად გვიცავს, არ გვიცავს, ფაქტობრივად, ინფიცირებისგან. მისი მთავარი ამოცანა და ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ვაქცინირებული ადამიანი გაცილებით მარტივი ფორმებით დაძლევს ვირუსს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ თავად მინისტრი ვაქცინის ერთი დოზით უკვე იყო აცრილი, როცა კორონავირუსით ინფიცირდა.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share