წლებია, საზამთროს ჭამთ, მაგრამ ამ 7 ფაქტის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ

წლებია, საზამთროს ჭამთ, მაგრამ ამ 7 ფაქტის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ 15-07-2019 1. საზამთრო სავსეა ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმს იცავს ე.წ. ჟანგვითი სტრესისგან. პირველ რიგში, ესაა ვიტამინი С. საზამთროს საშუალო ზომის ნაჭერი გვამარაგებს ამ ვიტამინის დღიური ნორმის 25%-ით. 2. საზამთრო ორგანიზმს სტრესის გადალახვაში ეხმარება. ტკბილი გემო და წვნიანი რბილობი მოქმედებს სიამოვნების ჰორმონის გამომუშავებაზე. საზამთროში ბევრი ბეტა-კაროტინია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მაღალი ფსიქოემოციური და ფიზიკური დატვირთვის, დიეტის დაცვის დროს. 3. საზამთრო აქვეითებს კიბოს განვითარების რისკს მასში არსებული ლიკოპინის გამო. ეს ნივთიერება გვიცავს ძუძუს, პროსტატის, ნაწლავის, კუჭისა და ფილტვის კიბოსგან. ლიკოპინი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. 4. საზამთროში ბევრია უჯრედისი, რაც საჭიროა ნაწლავის კარგი მუშაობისთვის, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და კანის სიჯანსაღისთვის. 5. საზამთროს გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოხატული შარდმდენი ეფექტის ხარჯზე. 6. საზამთრო იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებს იმუნიტეტს მასში ციტრულინის, შეუცვლელი ამინომჟავის მაღალი შემცველობის გამო. 7. საზამთრო გვეხმარება წონის გაკონტროლებაში.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share