ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 144-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.