“ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, ამაში მონაწილეობის მიღება გამოთქვა, ყველა დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში კიდევ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, რომ ბავშთა სახლები, რომლებიც შემდგომში ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც ამას საერთაშორისო მოთხოვნები გულისხმობს”,- თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს საპატრიარქოში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ნინოწმინდის პანსიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა გარკვეულწილად შემაჯამებელი იყო, სადაც ბავშვთა პანსიონში არსებული პრობლემები განიხილეს.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი , კარლ ჰარცელი და World vision-ის წარმომადგენელი.