ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„ცოტა არ იყოს რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – იცით რა… კი, მაგრამ… უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ…. და მსგავსი ნაგავი. მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის ღირსების მარშზე. ყველა ადამიანი თანასწორია და თანასწორობა ნიშნავს არა მხოლოდ “ეგდე შენთვის და არ გცემ“–ის უფლებას, არამედ ბედნიერების, თავისუფლად სუნთქვის, თვითრეალიზაციის, წარმატების უფლებას. ვიღაცეები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო, ხოდა ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად, თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!“