5 და 6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობის ფაქტზების შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტმა სვენ მიკსერმა განცხადება გაავრცელა. სვენ მიკსერმა მაკუთარ მოსაზრებას Twitter-ზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროდეპუტატების საერთო განცხადებაც დაურთო.
“მკაცრად ვგმობთ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტები, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც ორგანიზატორებს აიძულა LGBTQ+ მარშის გაუქმება.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ხმამაღლა და გარკვევით ვერ ისაუბრეს ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ, ღირსების მარშის წინ.
დასანანია, რომ საქართველოს მთავარობას არ აღმოაჩნდა მზადყოფნა, დაეცვა შეკრების უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 6 ივლისს, პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის პარალელურად შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა, პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.