შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუგზავნია წერილი სამხარაულის ექპსერტიზის ბიუროში, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ჩართონ.
გეჯაძე ადგილზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, თუმცა ის ექსპერტიზაზე არ შეუშვეს. მისი ინფორმაციით, გვამის გამოკვლევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
“ცოტა ხნის წინ შევედი საექსპერტო დაწესებულების ფოიეში, ცოტა ხნის შემდგომ ჩამოვიდა ამათი წარმომადგენელი და განმიცხადა, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე გამოძიების მხრიდან, ოფიციალური წერილი ჩემი მონაწილეობის დაშვების თაობაზე ამ ექსპერტიზაში მიღებული არ აქვთ, ნებართვის გარეშე მე ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
ველოდები გამომძიებლის რეაგირებას, დაუშვებს თუ არ დაუშვებს ამ წერილს. ნებართვის დაშვების შემთხვევაში ჩავერთვებით ექსპერტიზის პროცესში”,- თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.