ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენ ხალხზე აღმართული ხელი – მამა ზაზა გამოქვეყნდა: 1 საათის წინ უკან არ უნდა დავიხიოთ იმიტომ რომ უკან გზა არ არსებობს. მხოლოდ წინ, მხოლოდ წინ, მხოლოდ წინ, ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისაკენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ – ამ სიტყვებით დაასრულა საკუთარი გამოსვლა მამა ზაზამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე. სასულიერო პირმა მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა ანგარიშსწორება: “მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჟურნალისტების მიმართ. ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენ ხალხზე აღმართული ხელი. ისინია ჩვენი თვალი და ყური, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი. აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით და ყევლაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს, ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი. დღეს არის მოციქულების დღე. მოციქულები არის ქრისტეს მედია. ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის” თქვა მამა ზაზამ სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტთან აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. #ლექsosთვის – უკვე მეორე დღეა ქალაქის მთავარი გამზირი ჟურნალისტების პროტესტის ეპიცენტრია