გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება – შსს-ში ლექსო ლაშქარავას ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროვეს.
მამუკა ჭელიძემ იმ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩამოთვალა, რომელი მისივე თქმით, ორგანიზმში აღმოჩნდა:
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი, და მონო აცეტილ მორფინი – თქვა მამუკა ჭელიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, დაიკითხა 110 პირი, გაიშიფრა 65 კამერის ვიდეოჩანაწერი.