საველე ჰოსპიტლები საქართველოს რეალობა ხდება

კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ტრაგიკული მაჩვენებელი ჯანდაცვის სამინისტროს აიძულებს პაციენტები საავადმყოფოებიდან გაიყვანოს და კლინიკებს მიღმა მოაწყოს სპეციალური სივრცეები სადაც კოვიდინფიცირებულებს მიიღებენ.

საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და მოქმედებას უწყება იმ შემთხვევაში დაიწყებს თუ ინფიცირების და სიკვდილიანობის  სტატისტიკა არ შემცირდა.

სპორტის სასახლე თბილისის ცენტრში შესაძლოა გახდეს ის ადგილი, სადაც სულ რამდენიმე დღეში იმპროვიზებულ საავადმყოფოს მოაწყობენ. ჯანდაცვის გათვლით ამ სივრცეში ათასამდე პაციენტის მოთავსება იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია.

შესაბამისი აღჭურვილობის და მედიკოსების გარეშე, საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას ვერ შეძლებს და კოვიდინფიცირებულები ისევ სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share